ლადო ასათიანის ქუჩა


ქუჩა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა; 1841 წელს ბაღის ქუჩა ეწოდებოდა, 1843 წელს — ვასილ ბებუთოვის ქუჩა, 1922 წელს — ფრიდრიხ ენგელსის ქუჩა, ხოლო 1923 წელს კი — იოსებ (სოსო) ივანიძის ქუჩა. ლადო ასათიანის სახელი ქუჩას 1991 წელს მიენიჭა.




აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები: 66-ე სკოლა-გიმნაზიის შენობა (მოქანდაკე ინჟინერი როტინოვი), არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის საკუთარი სახლი (მოქანდაკე ნ. ალიევი), ყოფილი სასტუმრო „გრანდ-ოტელი”

                                                     თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია

    წარსულში ბებუთოვისა და ენგელსის, ამჟამად კი ლადო ასათიანის ქუჩის №28-ში მდებარე მე-6 საავტორო სკოლის შენობა სოლოლაკში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მისტიკურ შენობად ითვლება. გოთურ სტილში აგებული სახლი 1905 წელს აშენდა თბილისელი არქიტექტორის – ალექსანდრ ოზეროვის პროექტით, რომელიც იმხანად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქტიტექტორი გახლდათ და მისი პროექტით იყო აგებული რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი წინანდალში, ძმები ფორერების სახლი მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირზე, თბილისის ფოსტის შენობა მიხეილის (აღმაშენებლის) გამზირზე და ბევრი სხვა. ლადო ასათიანის 28-ში აგებული შენობა თავიდანვე გიმნაზიაზე იყო გათვლილი და მშენებლობის ხარჯები მრეწველმა ანანოვმა გაიღო. ფასადს დღემდე აქვს შენარჩუნებული პირველადი იერი. რაც შეეხება არქიტექტორ ოზეროვს, ის მანგლისში იყო დაბადებული, განათლება სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა მიღებული და სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის 1922 წელს გარდაიცვალა და კუკიის ძველ სასაფლაოზეა დაკრძალული.
სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე ქალაქის გალავანი გადიოდა, მდებარეობს შენობა, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში უკვე რამდენიმე სასწავლებელი მოქმედებდა. ვაჟები და ქალები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. მანამდე მსგავსი დაწესებულებები თბილისში ფაქტობრივად არც არსებობდა. 1870-1890-იანი წლები საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბადების პერიოდად უნდა ჩაითვალოს, რადგან სწორედ ამ დროს დაარსდა უამრავი გიმნაზია, ინსტიტუტი, სკოლა თუ სასწავლებელი.
ზოგიერთი შენობა დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას. მათ შორისერთ-ერთია "კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი", რომელიც დადიანის ქუჩის ბოლოს, ასათიანის გადაკვეთაზე მდებარეობს.
ამჟამინდელი - მეექვსე საავტორო სკოლა, თავისი არქიტექტურული სტილის გამო, "ჰოგვარდს" მოგაგონებთ - ჯადოქრების სკოლას ფილმიდან "ჰარი პოტერი"და სწორედ ასე მოიხსენიებენ მას თბილისელები.
შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, რის გამოც საკმაოდ მისტიკურ განწყობას ქმნის.
სასწავლებელი 1893 წელს აშენდა არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ. ეს გახლდათ თბილისის ქალთა გერმანული პანსიონი, გერმანულენოვანი სასწავლებელი, სადაც განთავსებული იყო სამლოცველო, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველო მეორე სართულზე მდებარეობდა. სამლოცველოს კარები ახლაც შენარჩუნებულია და მასზე ისევ ჯვრებია გამოსახული. ხოლო, ფანჯრებში პატარ-პატარა, ფერადი მინებია ჩასმული.
სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე გამოიცვალა.
საბჭოთა პერიოდში იგი რუსულენოვანი სკოლა იყო 66-ე საშუალო სკოლის სახელით ფუნქციონირებდა. იყო იურიდიული სასწავლებელიც, 2007 წელს 58-ე ქართული სკოლა. შენობა აგრეთვე გამოყენებული ყოფილა როგორც ლაზარეთი, ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ მეორე მსოფლიო ომის წლებში. 2011 წლის ოქტომბერში აქ მეექვსე საავტორო სკოლა გაიხსნა.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ შენობას სერიოზული რესტავრაცია გაუკეთდა, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მისი პირვანდელი სახე. პროფესიონალმა რესტავრატორებმა მიერ იქნა შეისწავლეს და აღადგინეს შენობა, რასაც დაახლოებით ერთი წელი და 200 000 დოლარი დასჭირდა.
შენობაში შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები მოაჯირებით, ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. ასევე აღდგენილია შენობის მთავარი მარგალიტი - დიდი დარბაზი, რომელიც ღონისძიებებისა და კონცერტებისთვის გამოიყენებოდა. დარბაზს დიდი, გოთური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფანჯრები ამშვენებს. მაღლა ხის აივნებია, სადაც მაყურებელი იკავებდა ადგილს, რათა ზემოდან ედევნებინა თვალი ღონისძიებებისათვის.
გადმოცემის თანახმად, თურმე, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე იდგა იქ ორღანი.
  ყოველი აგური, რომლითაც შენობაა აშენებული, სათითაოდაა დანომრილი შტამპით. ასეთი აგური აღარ არსებობს.სკოლის შენობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
                                                                                    XI კლასის მოსწავლე ლიზი ჩადუნელი

1 комментарий:

  1. გალაკტიონ ტაბიძის კი არა, გალაკტიონის ქუჩაა

    ОтветитьУдалить