ლერმონტოვის ქუჩა



ლეონიძის ქუჩის პარალელურად და მაჩაბლის ქუჩის გადაკვეთაზე განთავსებულია ლერმონტოვის ქუჩა.

ლერმონტოვის ქუჩის დასაწყისში, მე-19 საუკუნეში განთავსებული იყო გენერალ-მაიორ ფიოდორ ისაევიჩ ახვერდოვის სახლი. 1816 წელს, მიიღო რა კავკასიის კორპუსის არტილერიის მეთაურის წოდება იგი პეტერბურგიდან კავკასიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ფიოდორ ისაევიჩი თავის ოჯახთან ერთად თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დასახლდა. სამწუხარო, ეს ულამაზესი სახლი არ შენარჩუნდა. სახლის დიასახლისმა, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევამ, რომელიც ლერმონტოვს დეიდად ეკუთვნოდა შექმნა სალონი, რომელიც თამაშობდა დიდ როლს თბილისი კულტურულ ცხოვრებაში. ეს სახლი იქცა ქალაქის ლიტერატურული ცხოვრების ცენტრად და ნაღები საზოგადოების შეკრების ადგილად. აქ ყოფილან კიუხელბეკერი, პუშკინი, იაკუბოვიჩი, რინკევიჩი და სხვ. 1837 წელს ახვერდოვების სახლში ცხოვრობდა დიდი რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი. სახლის ეზოში არსებულ ფლიგელს კი თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იკავებდა. ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე სახლი მთელს ქალაქში იყო ცნობილი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ შესანიშნავი განათლება მიიღო და მშობლიურ ენაზე ლექსებს წერდა. ასევე რუსი პოეტების ლექსებს თარგმნიდა. ჭავჭავაძების სახლის მთავარ ფასეულობას ქალები წარმოადგენდნენ: ცოლი -სალომე და უმშვენიერესი ქალიშვილები - ნინო და ეკატერინე. ჭავჭავაძეების სახლი ერთხმად იყო აღიარებული რუს და ქართველ ინტელიგენციის დამაკავშირებელ რგოლად. ჭავჭავაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდა მიხეილ ლერმონტოვი და 1829 წელს დაქვრივებულ ნინო ჭავჭავაძეს ესაუბრებოდა. გადმოცემის მიხედვით, მან ლერმონტოვს განშორებისას აჩუქა ხანჯლები მამამისისა და ქმრის კოლექციებიდან. ჭავჭავაძეებისა და ახვერდოვების ოჯახები ოდითგანვე იყო დაკავშირებული მეგობრული ურთიერთობებით. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. სწორედ ახვერდოვების ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი ნინო ჭავჭავაძემ და ალექსანდრე გრიბოედოვმა, რაც, როგორც ვიცით, უდიდეს სიყვარულში გადაიზარდა. აქ თხოვა მან ნინოს ცოლობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий