გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა


გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
(სოლოლაკი)
გალაკტიონ ტაბიძე XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, ის იყო საქართველოს სახალხო პოეტი და ამ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე . მისი შემოქმედება გასცდა საქართველოს საზღვრებს. გალაკტიონის ლექსები და პოემები თარგმანი სისტემატიურად ქვეყნდებოდა გერმანულ , ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. თბილისში არსებობს მისი სახელობის ხიდი (ყოფილი ელბაქიძის ხედი, რომელიც 1999 წლიდან გალაკტიონ ტაბიძის სახელს ატარებს), სკოლა (N51), მარჯანიშვილის ქუჩაზე მოკმედი გალაკტიონის მუზეუმი და სოლოლაკში ტაბძის ქუჩა
      
      წლებია სოლოლაკში ვცხოვრობ, ვფიქრობ ეს უბანი ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული უბანია,  როგორც არქიტექტურით ასევე მოსახლეობით,  ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა სოლოლაკში. თუმცა, იმედია , სუბიექტურ აზრად არ ჩამითვლით თუ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას გამოვარჩევ. ამ ქუჩაზე შეხვდებით ყველა ასაკის, სოციალური ფენისა თუ ეროვნების ხალხს. აქ ნახავთ, როგორც გასული საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობეს,  ასევე ახლად აშენებულ, ევროპული სტილის შენობებს. კარგად არის შერწყმული სხვადასხვა კულტურული ნაგებობები, რაც უფრო საინტერესოსა და სანახავს ხდის ამ ქუჩას. აქ სადარბაზოების კეტლებზე ნახავთ ნახატებს , რომელიც უფრო ალამაზებს და ეფექტურს ხდის, რადგან მსგავს სადარბაზოებს იშვიათად თუ შეხვდებით.
  აქ ვხვდებით თბილისურ ეზოებს. ამ ეზოებში , საუკუუნეების განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების ხალხი: სომხები, ქურთები, ქართველები,  რომლებიც ყოვლეთვის გვერდში უდგეგან ერთმანეთსა და მუდამ იზიარებან ერთმანეთის სიხარულს და მწუხარებას. თუმცა სამწუხარო ისაა, რომ სახლები საკმაოდ ძველია და საჭიროებს არა მარტო გარეთა ფასადის რესტავრირებას. მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ მიაქცევენ ყურადღებას.

 ტაბიძის ქუჩას უფრო ცნობის ხდის, ამ ქუჩაზე არსებული არასამთავრებო ორგანიზაცია, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი, რომლის ხელმძღვანელი პოეტი ნაირა გელაშვილია.
ასევე არ შეიძლება შუმჩნეველი დარჩეს ტაბიძის N15 ში არსებული სახლი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა. ამ შენობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1920-21 წლებში) მოქმედებდა რსფსრ-ს საელჩო. ამ სახლში დროებით ( 5 წლის განმავლობაში) ცხოვრობდა გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე.
           
ქუჩა №17 სახლი აშენდა 20-ე საუკუნის დასაწყისში, მოდერნის სტილში. ამ შენობაში 1920-21 წლებში მოქმედებდა რსფსრ-ს საელჩო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამავე სახლში 1921-1926 წლებში ცხოვრობდა გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (1886-1937 წწ). ის დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში, აზნაურის ოჯახში. 1901-1905 წლებში სწავლობდა ტფილისის მიხეილის საავადმყოფოსთან არსებულ საფერშლო სასწავლებელში. რევოლუციური საქმიანობის გამო რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წლიდან ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის სამხრეთსა და ჩრდილოკავკასიაში. როგორც მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი, 1920-21 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების გასაბჭოებაში. დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1926 წლიდან იყო ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი, შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 1930 წლიდან, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი - 1932 წლიდან. 1934 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა 1937 წლის 18 თებერვალს.

Комментариев нет:

Отправить комментарий